ჩემი საქმიანობის განმავლობაში საქართველო მეშვიდე ქვეყანაა, სადაც ვსაქმიანობ, მაგრამ არასდროს არ მინახავს საგარეო პოლიტიკის ამგვარი შემობრუნება, როგორც ამ წლის პირველ ნახევარში , - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არსებობს ზოგიერთი ობიექტური მიზეზი და არც არის ყველას ჩამოთვლა საჭირო. თუმცა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ცხადად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს. ამ კანონით, უბრალოდ, ევროკავშირს ვერ შეუერთდებით - ეს მარტივია. ევროკავშირი, წევრი სახელმწიფოები და ვენეციის კომისია - ყველა აცხადებს, რომ ეს [კანონი] წინააღმდეგობაშია ქართველების ფუნდამენტურ უფლებებთან. ასე, რომ არის ობიექტური ფაქტორები, რომელიც პარტნიორობას არ წაადგება“, - აღნიშნა ფიშერმა.