დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს მიმდინარე კვირაში კიდევ ერთი დებატების გამართვას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, მას სურს, ბაიდენს წარუმატებელი დებატების შემდეგ რეაბილიტირების შესაძლებლობა მისცეს, ოღონდ იმ პირობით, რომ დებატებს მოდერატორი არ ეყოლება.
„გახსოვდეთ, რომ ის ძალიან ცუდი კაცია, არ შეგეცოდოთ. დღეს ოფიციალურად ვთავაზობ მას რეაბილიტირების შესაძლებლობას მთელი მსოფლიოს წინაშე. ჩავატაროთ კიდევ ერთი დებატები მიმდინარე კვირაში, რათა მძინარა ჯო ბაიდენმა ყველას დაუმტკიცოს, რომ პრეზიდენტობა შეუძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.