ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ

არასამთავრობო სექტორის შესახებ განცხადებები უსამართლობაა და კითხვებს წარმოშობს - მართლაც, ხომ არ არის რაღაც იდეა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მთავრობა ლომჯარიასმაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს?! - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ამბობს, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას უტევენ.

,,ჩვენი მხრიდან საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თანხები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს, მათ საქმიანობას არავინ ზღუდავს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა: ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას უჩვენებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.