საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.
საპროკურორო საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა;
დავით ბარბაქაძე - 1 ხმა;
ლალი ბუნტური - 0 ხმა;
დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა;
გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა;
ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა;
ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა;
აღნიშნული მონაცემებით, “პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.