ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ნატო-ს ახალ დეკლარაციაში, საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული.

„არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, უკანანო ანექსიას. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს მთელი თავისი უნებართვოდ მყოფი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან“, – წერია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა ალიანსის წევრობის შეუქცევად გზაზე დგას. დოკუმენტში წერია, რომ „უკრაინა სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან".