ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაიკლ როთი: საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო „ქართული ოცნების“ ოფისში

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების" ოფისში გვიმასპინძლა," - წერს როთი X-ზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის დელეგაცია, დგას ქართველი ხალხის გვერდით.

„დიდი მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, ბოგდან კლიჩს, პაველ ფიშერს, სებასტიან ტინკინენს იმისთვის, რომ შემოგვიერთდნენ თბილისში ვიზიტისას. ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას. მაგრამ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს როთი.