ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გავლენას

ვინც მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა „სქაი ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება დიდი ბრიტანეთის პასუხი, თუ საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ დაამტკიცებს, მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ჩვენ ვნახეთ, როდესაც რუსეთი უფრო აგრესიულად შეიჭრა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა, არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსთვის და მეზობლებისთვის“.