ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კავკასიის უნივერსიტეტს ნიკო ნერგაძე ტოვებს

კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორი, ნიკო ნერგაძე ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 

როგორც ნერგაძე წერს, ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება.

„კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ში ათ წელზე მეტია ვასწავლიდი. ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.

ამ ხსნის განმავლობაში ვნახე, თუ როგორ გახდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის არაერთი კურსდამთავრებული ლიდერი თავის სფეროში. ამჟამინდელი სტუდენტებით (გინდა საბაკალავრო, გინდა მაგისტრატურა) ნებისმიერი დასავლური უნივერსიტეტი იამაყებდა.

კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი.

ვფიქრობდი, მომენატრებიან სტუდენტები, ლექტორები და მედიის სკოლის ადმინისტრაცია მეთქი, მაგრამ აქციების გაშუქების დროს მაინც ყველას ხშირად შევხვდები“,- დაწერა ნიკო ნერგაძემ.

მანამდე კიდევ ერთმა ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ სამსახურიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს.