ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, აფხაზეთში კახა მურადოვი დააკავეს

საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, აფხაზეთში კახა მურადოვი დააკავეს. ჩხრეკისას აღმოაჩინეს ტექნიკური საშუალებები, რაც ჯაშუშურ საქმიანობას უკავშირდება, - ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გამოძიების თანახმად, მურადოვი აგროვებდა და გადასცემდა საქართველოს სპეცსამსახურებს ინფორმაციებს, აფხაზეთის უსაფრთხოების საზიანოდ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მურადოვს კავშირი ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, მხედრიონთან და „ქართულ ლეგიონთან“, რომლის წევრებიც უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძვიან. დაკავებულის თქმით, მას დავალებებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ლაშა კაკუბავა აძლევდა.