ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯიმ რიში: კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ევროპული მომავლით დაინტერესებული არ არის

ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, კანონის მიღებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათელი გახადა, რომ ის არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით.

„ეს არის მასიური სილის გაწვნა იმ ქართველების 80 პროცენტისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უჭერენ მხარს“, – წერს ჯიმ რიში სოციალურ ქსელში X- ზე.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.