ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჟიგიმანტას პავილიონისი: სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს

სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

„მე ევროკომისიის პრეზიდენტს შევხვდი და მან მთხოვა ქართველებისთვის მესიჯი გადმომეცა, რომ ამ პროცესში ავტომატიზაცია არ არის, თუ „ქართული ოცნება“ რუსეთს ირჩევს, მაშინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა არ არის, ამის შანსიც კი არ არის“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის რბოლაში უკვე დამარცხდა და იგი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმისთვის იბრძოდა.

„მომავალ კვირას მე ლობირებისთვის ვაშინგტონში წავალ, მაგრამ მე საქართველოსთვის ლობირებას ვერ შევძლებ. როგორ შემიძლია ეს ამ კენჭისყრის შემდეგ, სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არ შემიძლია და საქართველო ბუქარესტის ჩემპიონი იყო. ასე რომ, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს და ვიცი, რომ ეს გაფართოების ფანჯარა დაიხურება და შეიძლება იგი მალე დაიხუროს“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.