ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საია:  შსს აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ისინი აკვირდებიან  პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციას, როგორც ადგილზე, ისე მედიის საშუალებით და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციას, როგორც ადგილზე, ისე მედიის საშუალებით. მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ლოკალური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო ,ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე.

მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს“, - აღნიშნულია საიას განცხადებაში.