პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია, დღეს კვლავ გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორების აცხადებენ, აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან დაიწყება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტს მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ხმაურის ფონზე განახლდა.