ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს კანონი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი  „აგენტების კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს.

„ევროკავშირი ქართველ ხალხს და დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ მათ არჩევანს მხარს უჭერს. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გაიწვიოს კანონი, რომელიც ორივე არჩევანს ძირს უთხრის. ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს“, - წერს შერაზ გასრი X-ზე.