სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ფიცო ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია.
შემთხვევა ბრატისლავასთან მთავრობის სხდომის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ფიცოს მიმართულებით 4 ტყვია გაისროლეს, ერთი კი მუცელში მოხვდა.