ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს პრეზიდენტს „აგენტების კანონი“ ხელმოსაწერად გადაეგზავნა

პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს „აგენტების კანონი“ ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტს „აგენტების კანონი“  მესამე კენჭისყრის შემდეგ, 14 მაისსვე გადაეგზავნა, თუმცა მიიღო თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი, მათი ადმინისტრაციისგან ჯერჯერობით, პასუხი არ აქვთ.

კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, თუმცა როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მასზე ვეტოს დადებას აპირებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“, რადგან დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კი მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ვერ იტყვის კონკრეტულად რა ჩაიწერება პრეზიდენტის ვეტოში, თუმცა იგი ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება.