მთავარი არხის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალში ის სტუდენტები დააკავეს, რომლებიც თბილისში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ.
გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდები რეჟიმმა საკუთარი სახლებიდან აიყვანა. გამოკითხვაზე იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრებიც.
დაკავებული ახალგაზრდები თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები არიან.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.