ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობისთვის კენჭისყრა ჩატარდება

პორტუგალიის პარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობისთვის კენჭისყრა ჩატარდება. წინადადება პარტია ლიბერალურმა ინიციატივამ წარადგინა. 

პარტიის განცხადებით, ქართული ოცნება „უცხოელი აგენტების“ კანონით ცდილობს, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ქართველი ხალხის ოცნებები გაყიდოს. 

„ეს კანონმდებლობა არის სერიოზული თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ღიაობას გარე სამყაროსთან მიმართებაში, ასევე კავშირებს, რის გაღრმავებასაც საქართველო ევროპის კონტინენტთან ცდილობდა. ქართველი ხალხის რეაქცია სწრაფი და მასშტაბური იყო: თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოს რამდენიმე ქალაქში, განსაკუთრებით კი თბილისში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იკრიბებოდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

განცხადებაში „ლიბერალური ინიციატივა" ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებს ეხმაურება და წერია, რომ აღნიშნული კანონის მიღება "საქართველოში ევროპული ოცნების სიკვდილს" ნიშნავს.
„ლიბერალური ინიციატივა ქართველების მხარესაა მათ ბრძოლაში, იყვნენ ევროპული ოჯახის წევრები, თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნების გარანტიებით", - წერია განცხადებაში