ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეაზე: ეს კონსტიტუციის დარღვევაა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ ევროპული პლატფორმის შექმნის იდეა კონსტიტუციის დარღვევის დაანონსებაა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე უხეშად, ღიად დაარღვია კონსტიტუცია, რაც სასამართლო დონეზე აღიარებული და დადასტურებულია.

„პოლიტიკური განაჩენიც საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ამასთან დაკავშირებით არის. ახლა ის ხელახლა აანონსებს კონსტიტუციის დარღვევას. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ მას არ აინტერესებს კონსტიტუცია. ხედავთ, რომ ის თავს არ მიიჩნევს ამ სახელმწიფოს ნაწილად. ასეთი ფაქტები ადასტურებს, რომ ის თავს არ მიიჩნევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ,ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.