მუსიკალური ფესტივალი 4GB წელს აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ორგანიზატორები Facebook-ზე ავრცელებენ. მიზეზად ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელდება.
„4GB 2024 გაუქმებულია! ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!
შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთის ბმულზე დაბრუნების ღილაკის მეშვეობით. ბილეთების დაბრუნება შესაძლებელია 10 ივნისის 19:00 საათამდე. ჩვენ ისევ შევხვდებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.