ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მსახიობი ანა ამილახვარი ამბობს, რომ ძალადობის დაგმობისთვის POSTV-დან გაათავისუფლეს, შეჩერდა ირმა სოხაძის გადაცემაც

POSTV -მ ერთი წამყვანი, მსახიობი ანა ამილახვარი სამსახურიდან გაუშვა, ირმა სოხაძის გადაცემა კი შეაჩერა.

როგორც სოხაძემ ფორმულას უთხრა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გასართობი გადაცემის წაყვანა არ შეუძლია, შეჩერების ინიციატორი კი თავად იყო.

POSTV-ის უკვე ყოფილი წამყვანი ანა ამილახვარი კი ამბობს, რომ ძალადობის დაგმობისა და რუსული კანონის შემობრუნების გამო გაოცებისთვის სამთავრობო ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. 

„მომიხმეს, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ, მე ჩემს გზაზე, ისინი - თავისაზე“, - დაწერა ამილახვარმა.
მანამდე რუსული კანონი და ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა ირმა სოხაძემაც.