ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი „აგენტების კანონზე“: რატომ უნდა დაადოს პრეზიდენტმა ვეტო და რატომ უნდა მისცეს ფუფუნება, რომ მისი ინსტიტუტით ისპეკულაციონ - მე არ შევყვებოდი ამ თამაშში

რატომ უნდა დაადოს პრეზიდენტმა ვეტო და რატომ უნდა მისცეს ეს ფუფუნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტით ისპეკულაციონ, ეს გაწელონ დროში და მიტინგები ჩააქრონ? ჩემი პირადი დამოკიდებულება შეიძლება სუბიექტურია, მაგრამ მე მის ადგილზე ასე მოვიქცეოდი. არავითარ შემთხვევაში არ შევყვებოდი ამ თამაშში, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილმა TV24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, „აგენტების კანონი“ ერთპიროვნული დიქტატურის ხელშია სახიფათო.

„ეს კანონი შეძლება ისეთი საფრთხის შემცველი არ იყოს, როგორც მათ ხელშია, ერთპიროვნული დიქტატურის ხელშია ეს კანონი სახიფათო, რომ ერთ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ბოროტად, თორემ დასავლურ დემოკრატიებში, სადაც ხუთი, ექვსი პარტიისგან არის კოალიციები შემდგარი, იქ არავის არ უჩნდება აზრადაც, რომ ეგეთი კანონები გააპროტესტონ, რადგან იმდენი დამცავი მექანიზმია“, - განაცხადა შალელაშვილმა.

მისივე თქმით, აქ საზოგადოებას არავინ და არაფერი არ იცავს.

„ამიტომ მათ ხელშია ეს კანონი სახიფათო, ამიტომ არ უნდა ჩაყვეს არც პრეზიდენტის ინსტიტუტი და არც ის აზვირთული მიტინგი, რომელსაც ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. გაიწვიონ და მორჩა, უკან დასახევი გზა არ აქვს საზოგადოებას.

მაგალითს მოგიყვანთ გუშინდელი, გუშინწინდელი განცხადებებიდან და თვითონ ბატონ ივანიშვილის მოქმედებიდან. მან ო'ბრაიენი არ მიიღო, არ დათანხმდა მასთან შეხვედრაზე, ეს შიდა მოხმარებისთვის გამოიყენა, თავის გუნდს აჩვენა, ამერიკელებს არ ხვდება და თავს გრძნობს თავდაჯერებულად, მაგრამ ეს არ არის მართალი - შიდა პოლიტიკისთვის არის გამოყენებული.

ივანიშვილს ყველაზე დიდი შიში აქვს შიდა ვერტიკალი არ დაენგრეს, ეს სანქციები რომ დაიწყებს ამოქმედებას, თუ აამუშავებს დასავლეთი, მან არ იცის მის ქვეშევრდომებს რა რეაქცია ექნებათ, უცბად არ ჩამოეშალოს ეს ვერტიკალი და ამხნევებს შიგნიდან. ეს ივანიშვილზე არ არის დამოკიდებული, ეს არის დამოკიდებული იმ 500 ადამიანზე, ვინც მის ვერტიკალს ამაგრებს და ამყარებს“, - აღნიშნა შალელაშვილმა.