„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბაია კვიციანი BBC-ის საქართველოში „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული პროცესების თავიანთ სარედაქციო პოლიტიკაზე მორგებით გავრცელებაში ადანაშაულებს.
კვიციანის კომენტარს, რომელიც მან BBC-ის ვიდეოზე დატოვა, აპრილიმედია ავრცელებს.
„რა სირცხვილია, BBC! დიდი ხნის განმავლობაში ვენდობოდი თქვენს ახალ ამბებს და ახლა ვხედავ, როგორ ქმნით მათ, თქვენს სარედაქციო პოლიტიკასა და ნარატივზე მორგებით. რა იმედგაცრუებაა!“,- წერს კვიციანი BBC-ის ვიდეოს კომენტარებში.