გარდაბანში ძმამ და მოკლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ძმა დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი სასიკვდილოდ დანით დაჭრა. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი ქალი 22 წლის იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განძრახ მკვლელობას გულისხმობს.