ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე მზაობა კონსულტაციებისთვის, კანონთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება, ყველა თემაზე გვექნება დისკუსია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.

პრემიერის თქმით, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები,  იქნება დისკუსია ყველა თემაზე.

„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს იგივე გავიმეორე. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც ამ კანონს უკავშირდება. კანონთან დაკავშირებით ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს და მზად ვართ მყისიერად განხილვისთვის. სამართლებრივი შენიშვნები თუ იქნება წარმოდგენილი, რაც დღემდე არ მიგვიღია, დისკუსია გვექნება ყველა თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.