პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელზე ბევრად მძიმე ვერსია მიიღო. ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ როგორ შეიძლება დაამძიმოს ხელისუფლებამ კანონი და შეახოს ყველა განსხვავებული პოზიციის მქონეს. კანონპროექტი უკვე ეხება ფიზიკურ პირებს,“ - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.
როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში შესული ცვლილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველას მოსთხოვოს პერსონალური ინფორმაციის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5 000 ლარით დააჯარიმოს.
ამასთან, საბოლოო ვარიანტში დამატებულია მუხლი, რომლის თანახმადაც, დაკისრებული ჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმების გადახდას არ აჩერებს, რაც, ფაქტობრივად, სასამართლოში დავას აზრს უკარგავს.
„ეს შოკისმომგვრელია, რადგან მსგავს ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე.