პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, ვინც ქართველ ხალხს სანქციას დაუწესებს, რუსეთის გზას გაიმეორებს. მისი თქმით, ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს.
„საქართველოს მიმართ სანქციებს აქამდე რუსეთი იყენებდა მასზე ზემოქმედებისთვის, უწესებდა რა ჩვენს ქვეყანას შეზღუდვებსა და ემბარგოს, ხან ქართულ ღვინოს, ხან სხვა პროდუქციას,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
„თუკი ვინმეს უნდა, რუსული მეთოდებით მოახდინოს ქართველ ხალხზე ზეწოლა, ზუსტად იმ პასუხს მიიღებს, რასაც რუსეთი ჩვენგან იღებდა. ქართველ ხალხზე ასეთი ზემოქმედება და შანტაჟი არ მოქმედებს. ქართველი ხალხის მიმართ სანქცია უდრის საქართველოს მიმართ სანქციას,“ - დასძინა პაპუაშვილმა.