გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და აღნიშნული კანონი შეცდომაა.
როგორც მან შვეიცარიის ფედერალურ პრეზიდენტთან, ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს საქართველოს მთავრობის მეთაურთან უკვე გარკვევით თქვა.
„ამ ადგილას ვიდექი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად და გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა როცა ეს კანონი მიიღეს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა",- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.