ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დროშები დაწვეს

პარლამენტის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, აქციის მონაწილეებმა რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დროშები დაწვეს.

ისინი წრიულად განლაგდნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დროშებს ცეცხლი სწორედ ამ წრის შიგნით მოუკიდეს.

მანამდე მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც აქციის მონაწილეებს „ექსპო ჯორჯიადან“ გამართული მსვლელობს მონაწილეები შეუერთდნენ.