გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების პროგრამებისთვის ფინანსთა სამინისტროს 3.8 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა. მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, Bild-ი იუწყება, რომ ფინანსური უწყებისგან შესაბამისი თანხმობა უკვე გაცემულია.
2024 წელს ეს გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მეორე მსხვილი პაკეტია. ბიუჯეტის მოქმედი კანონით, ბერლინმა კიევს უკვე გადასცა გამოყოფილი 7.1-დან 6.8 მილიარდი. ბუნდესტაგი ამ თემას ივნისში განიხილავს და დაამტკიცებს.
Bild-ი გერმანიის კიდევ უფრო შორეულ გეგმებზეც წერს და აცხადებს, რომ 2025 წელს უკრაინა ბერლინისგან 15 მილიარდის სამხედრო დახმარებას მიიღებს.