„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ The News Agents-ს ინტერვიუ მისცა, სადაც „აგენტების კანონსა“ და საქართველოში მიმდინარე აქციებზე ისაუბრა.
პარლამენტის დეპუტატმა „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა, რომელთაც "მსოფლიო პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვთ", თუმცა აღიარა რომ პირადად არ იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ჟურნალისტის შეკითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ არსებობს შეთქმულება, რომელიც „გლობალურ ომს“ ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს სხვა ქვეყნების ომში ჩართვას, ლაშხმა უპასუხა, რომ არსებობს ნამდვილად არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები.
ბრიტანელი ჟურნალისტების თქმით, მათ უბრალოდ უარი თქვეს ინტერვიუს დიდი ნაწილის გაშუქებაზე, რადგან „გაოგნებულები დარჩნენ მოსმენილით და მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა ქართველ დეპუტატს იმის, რასაც ამტკიცებს, ეს ყველაფერი მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო".