ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საქართველოს პრეზიდენტი: ხელისუფლება ევროპულ მომავალს გვართმევს

საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

სალომე ზურაბიშვილი „აგენტების კანონსაც“ შეეხო და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მეტისმეტად ხისტი, მტრული რიტორიკისთვის.

პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს და იქვე დაამატა, რომ "ოცნებასთან" დიალოგი მისი აზრით საღ აზრს უკვე მოკლებულია.

საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებულია, რომ მმართველი ძალის ლიდერებმა და რიგითმა წევრებმა ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს "რევოლუციის აგენტები" უწოდეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილის კონსპირაციულ თეორიებს იმეორებენ, რომ თითქოს ამერიკელებსა და ევროპელებს რუსეთთან მეორე საომარი ფრონტის გახსნა სურდათ.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსგავსი ტონით საუბარი უახლოეს პარტნიორებთან მიუღებელია.