სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონს 26 მაისს თბილისში ჩამოსვლა სთხოვა.
"ემანუელ მაკრონი 2018 წელს ჩემი არჩევის შემდეგ დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში. მე მივწერე საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ მას თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ველოდები. დღეს მხოლოდ საქართველოს მომავალი არ დევს სასწორზე, ამ ეტაპზე წყდება საბჭოთა საბჭოთა მემკვიდრეობისგან და რუსული გავლენებისგან კავკასიის მთელი რეგიონის საბოლოოდ გათავისუფლებაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.