ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი, სადაც მასთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი მგზავრობდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა უხეში დაშვება განახორციელა. ინციდენტი თეირანიდან ჩრდილო-დასავლეთით 600 კმ-ში, ქალაქ ჯოლფასთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მოხდა.
იბრაჰიმ რაისი დღეს სწორედ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.