სენაკში, გორის ქუჩაზე, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბს 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, დაჭრილია 2 ადამიანი. დაჭრილთაგან ერთი მოკლულის ძმაა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამივე დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ორი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინციდენტს ჰყავს მოწმეებიც, რომელთა ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევამდე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რაც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლებმა სენაკშივე დააკავეს განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 2003 წელს დაბადებული მამაკაცი. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით.