ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრემიერის მტკიცებით, უმუშევრობა 50 600 ადამიანით შემცირდა

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის მტკიცებით, ამ მხრივ ქვეყანაში კარგი მაჩვენებლებია.

„დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89 400 ადამიანით შესაბამისად, 10,4 პროცენტით, შეადგინა 953 ათასი ადამიანი, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 40 500 ადამიანით, 10 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 448 ათასი ადამიანი. უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი. გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, მთავარია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და გვაქვს ყველანაირი მონაცემები იმისთვის, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების მაჩვენებლების ზრდაზე და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.