პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
„აღნიშნულმა რუსულმა კანონმა, იცით, როგორი პოლარიზაცია და დაპირისპირება გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი დაუტოვა, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული და ვეტო არ იყოს დაძლეული. „ქართული ოცნება“ რას გადაწყვეტს და ვეტოს დაძლევას როდის გადაწყვეტს, შემდგომი ნაბიჯები მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო 18 მაისს დაადო.