ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინული ლეოპარდები დამატებითი დაცვის სისტემებით აღიჭურვა

ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც უკრაინისთვის გადაცემულ გერმანული წარმოების Leopard 1A5DK ტანკებზე დაცვის დამატებითი საშუალებები ჩანს. ტანკის კოშკურასა და კორპუსზე დამონტაჟებულია დინამიური დაცვის ელემენტები.

სიახლე მნიშვნელოვანია იმით, რომ საბრძოლო მანქანებს, შესაბამისად ეკიპაჟსაც, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მოხვედრის შემთხვევაში გადარჩენის მეტ შანსს უტოვებს. უცნობია, თუ სად და ვის მიერ ჩატარდა ტანკების მოდერნიზაცია.

„ტანკის კოშკურა უმნიშვნელოდ ამაღლდა, თუმცა აშკარაა, რომ ჩატარებული სამუშაოების წყალობით ჯავშანმანქანების დაცულობა ბევრად მოიმატებს. ახალი დაცვითი ელემენტები ტანკებზე შესრულებულია კომპოზიტური, დეფორმირებადი ელემენტებითა, მსუბუქი შენადნობების გამოყენებით,“ - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ტანკების მკვლევარმა ანდრეი ტარასენკომ.