ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Politico: ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს

ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკვე მესამე წელია იბრძვის  მორალურად გააძლიერებს.

"ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი.

როგორც დეკემბერში მოხდა, უკრაინის წევრობის მისწრაფების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით“, - წერს Politico.

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუდაპეშტთან უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.