თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბაქიბუქობენ, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს.
მისივე თქმით, სანქციებს მსუსხავი ეფექტი ექნება.
„შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი ექნება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.