აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი საქართველოში რუსეთის გავლენის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამასთან, მან არ უპასუხა კითხვას, საქართველოში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები არ არის.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით გავლენას, რომელიც რუსეთს აქვს საქართველოში. ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს ნატოში. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში.
მე არ ვარ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები. მაგრამ, იცით, ჩემი, როგორც სამხედროს გადმოსახედიდან, ეს ეხება სხვადასხვა ერების მოქალაქეების უსაფრთხოებასაც“, -აღნიშნა ჩარლზ ბრაუნმა.