ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა კალაძე: პროტესტის უკან დგანან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან

პროტესტი, რაც წინა დღეების განმავლობაში იყო, ცხადია მართულია. ვიცით, ამ ყველაფრის უკან ვინ დგანან - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურ ქმედებებში დავით კეზერაშვილის თანხებიც ჩართულია.

,,ასევე, ამ რადიკალურ ქმედებებში ჩართულია დავით კეზერაშვილის თანხები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამგებიანია. არასდროს ამ ქვეყანაში რადიკალიზმი არ და ვერ გაიმარჯვებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების ცვლილება, არ მოსწონს აღნიშნული კანონი, ამისთვის არსებობს არჩევნები. თუ აქვთ მხარდაჭერა, არჩევნების გზით ცივილურად და დემოკრატიულად შეუძლიათ ხელისუფლება შეცვალონ და მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც მათთვის არის მისაღები. თუმცა, აქაც ძალიან კარგად იციან, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.

მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და იმ პოლიტიკას, რომელსაც ეს პარტია ატარებს. ყველა კარგად ხედავს, რომ დღეს, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და არ მოხდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა. ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი ფაქტი. ჩვენ ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.