ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილების პროცესი იმართება

გერმანულ ფრანკფურტში ულტრამემარჯვენე მოძრაობა „რაიხსბიურგერების“ მოძრაობის ლიდერთა მეორე სასამართლო პროცესი იმართება. პროკურატურა ბრალდებულებს გერმანიის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულების მოწყობას ედავება.

ბრალდებულთა შორისაა გერმანული არისტოკრატიული ოჯახის წევრი, ჰენრიხ XIII როისი. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

იატაკქვეშა მოძრაობა არ აღიარებს გერმანიის ფედერაციის მთავრობას და მიზნად ისახავდა გერმანიის 1939 წლის საზღვრებში აღდგენას. ამ მიზნით 2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ისინი რეგულარულად აწყობდნენ თანამოაზრეთა შეკრებებს.

გერმანიის დაზვერვის სამსახურების მტკიცებით, ულტრამემარჯვენე მოძრაობაში 23 ათასი ადამიანი იყო გაერთიანებული.