ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Anonymous კობახიძეს: თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებს განვახორციელებთ

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ი ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს აანონსებს.

„ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს, რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს სამართალდამცავების გამოყენებით მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებით!", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Anonymous-მა X-ზე გამოაქვეყნა.