თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება.
„თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს - ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2- დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც სექტემბერში სკოლებში მიდიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე