Financial Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.
გამოცემა სტატიაში წერს, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის ფონდების გაყინვა.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამოქმედების შემთხვევაში „უცხოური აგენტების" კანონი წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას საქართველოს გაწევრიანების პროცესში, რაც ამძაფრებს შეშფოთებას, რომ ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიიწევს რუსეთის ორბიტისკენ.