ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ოხანაშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით. ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.

მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვენეციის კომისია ამბობს, თურმე გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია, მაშინ როცა მართლმსაჯულების სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები გამჭვირვალედ უნდა ფუნქციონირებდნენ. საზოგადოებამ ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე უნდა იცოდეს. ვენეციის კომისიის მოსაზრებები არ არის დოგმა, მას არ აქვს და ვერ ექნება პრეტენზია ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროდ, სამართლებრივი ექსპერტიზის ჭრილში ვნახეთ, რომ საკითხი შეეხება არა სამართლებრივ ლოგიკურ ანალიზს, არამედ ვენეციის კომისიამ დაიწყო ქუჩის აქციების შეფასება – აქაც მიკერძოებულად და ცალმხრივად. თურმე აქციები მშვიდობიანი იყო, არ იმჩნევენ, რომ პარლამენტის შენობაზე იგეგმებოდა შტურმი და პოლიციელებზე – ძალადობა. ვენეციის კომისიას თუ აქვს ახალი სტანდარტი, რომ, სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად, ქუჩის აქციების შემფასებელი კომისიაა, მაშინ აქაც უნდა იყოს ობიექტური და თანმიმდევრული. ეს სამწუხაროა, რადგან ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზე აისახება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.