ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, EU-ს კი მიმართავს, საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს

ლიეტუვის პარლამეტი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. შესაბამისი რეზოლუცია ცოტა წინ მიღეს და მას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს:

„განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას".

სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

გაიწვიოს მიღებული კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ";

უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;

ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში;

დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ.

„საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს, შესაძლოა სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.

სეიმმა მკაცრად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ დემონსტრაციებს, ასევე ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ 

რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.