ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ ღიად, უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი.

„მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას „სირცხვილია“, ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის მაგალითად „წერტილი“, „ტალღა“ და ა.შ რომლებიც ღიად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, პირდაპირ ეწევიან პროპაგანდას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეწევიან ნარკოტიკების პროპაგანდას, ათას მანკიერებაში არიან ჩართული, პირდაპირ ჩართული არიან რადიკალიზმის გაღვივებაში. როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს, როცა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ აღვივებს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ვინ ესხმის თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ ეწევა ლგბტ პროპაგანდას და ა.შ, ეს გამჭვირვალობა ხომ ბევრ რამეს დააზღვევს, ხომ გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე უკან დაიხევენ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა“, - აღნიშნა პრემიერმა.