ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში. ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ 2 სისხლის სამართლის საქმეს. პირველი საქმე ეხება 2005 წელს პარლამენტის წევრზე განხორციელებულ თავდასხმას, ხოლო მეორე - სააკაშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსანი ოფიცრის შეწყალებას.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ ერთსულოვნად დაადგინა, რომ სააკაშვილის საქმეების განხილვისას არ ყოფილა დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები, როლებიც ეხება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად დასწრების უფლებას. კერძოდ, ეს უკავშირდება წუხილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილავდნენ სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებს ან ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული მეორე საქმის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ასევე, სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის მეშვიდე მუხლის დარღვევაც, რომელიც ეხება კანონის გარეშე დასჯის დაუშვებლობას.